სისხლი

წარმართული დღესასწაული,
სისხლი
წითელი ზღვა.
ო, როგორ მიყვარდი მაშინ , როდესაც ქალწულობა მაჩუქე.
ჩვენ ერთად ვიხილეთ სისხლი.
შენ აღარ ხარ,
მაგრამ მიწა გაიჟღინთა ადამიანთა წითელი ცრემლით.
მშვიდობა არავის სურს,
ეკლესიებში ზარს, გამარჯვებების აღსანიშნად რეკენ ძალუმად.

მე ავისრულე ოცნება -
ჩვენი ოცნება საყვარელო
დავტოვე ბებერი მატერიკი, ჩვენი კუნძული
და შავ მიწას შევაფარე თავი.
ო, როგორ შეგრცხვებოდა თეთრების გამო,
ადამიანობის გამო!
აქ ყველგან შიმშილი და მონობაა.
მზე მწველია,
მუსიკა ერთდროულად სიხარულს და მწუხარებას მღერის,
აფრიკა!
გუშინ მზის ჩასვლისას მომაკვდავ სპილოს თვალებში ჩავხედე,
ისიც ტიროდა სიკვდილის მოახლოების ჟამს.
სიცოცხლე!
ჩემი ზულუსი გამყოლი, თავის ფრანგ პატრონს გავს.
ისინი შეერწყენ ერთმანეთს.
წმინდა არაფერი რჩება
ან ჩვენ სხვა რამეს დავარქვით წმინდა.
სისხლი!
გაქცევა შეუძლებელია,
მხოლოდ შენ ვერ ხედავ ამ ყველაფერს,
მშურს შენი.
შენს სენს პირველად გადავუხადე მადლობა.
ვრჩები აფრიკაში
და გელოდები, იქნებ შენ მანახო გზა ჩვენი ოცნების მიწისაკენ.
ვერ ვბედავ წამოვიდე შენთან
მხდალი ვარ,
სისხლი ვარ !
და ვცდილობ საკუთარ მეზე ვთქვა უარი,
სიტყვებით მხოლოდ.
მოხუცი მზარეული ხორცს აკეთებს (სურნელზე ვიცან).
ვგრძნობ მადას -
სისხლი!
სისხლი!

კონსტანტინე კალასტრატისი

1916 წ.

Comments

Popular Posts