ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Saturday, January 22, 2011

* * *

მე დავბადე სიმართლე შენთვის,
ტკივილის გარეშე,
ცხოვრება გასაძლისი გახდა და ავიტანეთ ამიტომაც,
ერთხელაც გადაწყვიტე სიმართლე, სიმრთელით ჩაგენაცვლებინა.
გთხოვე,
გახსოვს რამდენი?
არ მოიშალე და
გაურიგდი ბედს.
გიცავდი, რადგან მიყვარდი,
მიყვარხარ დღესაც...
ვერ გპატიობ!
ყოველთვის , როდესაც ჩემს თვალებს გადააწყდები ხვდები და გამირბი.
ჩვენ აღარ გვყოფნის მრთელი,
ხარბია წუთისოფელი,
ჩვენს ირგვლივ მთებია,
ზღვებია,
ვეღარ ვგრძნობთ მათ.
ვცხოვრობთ.
ბოლოს გადავიქცევით უგრძნობ არსებებათ,
მექანიკურებად.
იცი
მე დავბადე სიმართლე შენთვის,
შენ ის მოკალი, უსუსური.
მე მოგეცი ამის უფლება და გავხდი თანაზიარი
ყოველდღე ვმარხავთ მას!
სიმართლეს - ჩემს პირმშოს!
ცრემლიც არ გაგვაჩნია,
რა დაგვემართა?!

კონსტანტინე კალასტრატისი

1923 წ.

Wednesday, January 19, 2011

სისხლი

წარმართული დღესასწაული,
სისხლი
წითელი ზღვა.
ო, როგორ მიყვარდი მაშინ , როდესაც ქალწულობა მაჩუქე.
ჩვენ ერთად ვიხილეთ სისხლი.
შენ აღარ ხარ,
მაგრამ მიწა გაიჟღინთა ადამიანთა წითელი ცრემლით.
მშვიდობა არავის სურს,
ეკლესიებში ზარს, გამარჯვებების აღსანიშნად რეკენ ძალუმად.

მე ავისრულე ოცნება -
ჩვენი ოცნება საყვარელო
დავტოვე ბებერი მატერიკი, ჩვენი კუნძული
და შავ მიწას შევაფარე თავი.
ო, როგორ შეგრცხვებოდა თეთრების გამო,
ადამიანობის გამო!
აქ ყველგან შიმშილი და მონობაა.
მზე მწველია,
მუსიკა ერთდროულად სიხარულს და მწუხარებას მღერის,
აფრიკა!
გუშინ მზის ჩასვლისას მომაკვდავ სპილოს თვალებში ჩავხედე,
ისიც ტიროდა სიკვდილის მოახლოების ჟამს.
სიცოცხლე!
ჩემი ზულუსი გამყოლი, თავის ფრანგ პატრონს გავს.
ისინი შეერწყენ ერთმანეთს.
წმინდა არაფერი რჩება
ან ჩვენ სხვა რამეს დავარქვით წმინდა.
სისხლი!
გაქცევა შეუძლებელია,
მხოლოდ შენ ვერ ხედავ ამ ყველაფერს,
მშურს შენი.
შენს სენს პირველად გადავუხადე მადლობა.
ვრჩები აფრიკაში
და გელოდები, იქნებ შენ მანახო გზა ჩვენი ოცნების მიწისაკენ.
ვერ ვბედავ წამოვიდე შენთან
მხდალი ვარ,
სისხლი ვარ !
და ვცდილობ საკუთარ მეზე ვთქვა უარი,
სიტყვებით მხოლოდ.
მოხუცი მზარეული ხორცს აკეთებს (სურნელზე ვიცან).
ვგრძნობ მადას -
სისხლი!
სისხლი!

კონსტანტინე კალასტრატისი

1916 წ.

Monday, January 17, 2011

მოვა

დასაბამიდან
სიბობოქრე ქართა, ველთა ზედა.
სიო ...
სიყრმე
...
რძესთან წესად.


ლურჯი , წითელი, ...
ფერები,
გრძნობები,
სტიქიები - ერთად
რა მცირეა.
გამოვიყვანე ჩვენი საამაყო უძველესი ელინური ასოებით თეთრ ფურცელზე შავი მელნით მათი საზოგადო სახელები და გეომეტრიული სიზუსტით დავკეცე ისინი.
სანთლის ალმა და სულ ნახევარმა წუთმა
დაფერფლა პოეზია!
მომავალში ვაპირებ ჩემი ცხოვრებიდანაც წავშალო
და ვიყო თავისუფალი.
მომავალს ვერ დავემალები.
რეალობა მათთვის სივრცეს არ ტოვებს.
ახლა ციფრების დრო მოვიდა
1, 3, 5, 7, 9 ... კენტები,
2, 4, 6, 8, 10 ... ლუწები.
ცხრილები,
სიდიდეებს სხვანაირად, უფეროდ, გრძნობის გარეშე აღვიქვამთ და გავთანაბრდებით.
დამთავრდა ძველი,
დახარისხებას, ახარისხებას, აღქმას სიზუსტით - მივეჩვევით
და
ბოლოს
ნაცნობი
const.
არავინ იფიქროს , რომ ვღალატობ!
შეთქმულებაა და თქვენამდეც მოაღწევს
დაელოდეთ:
სახლებში,
საწოლებში,
ჩვილის სახვევებში,
დედის საშოში,
მუცლად -
ის ყველგან მოვა!

კონსტანტინე კალასტრატისი

1917 წ.

Sunday, January 16, 2011

ბორკილი

ჩემს ზემოთ მოძრაობაა
ქვემოთ მიწა დუღს წიაღში.
იყო დრო როცა მასზე დავაბიჯებდი,
ფერხთით ზღვაა, მიყვარდა ოდესღაც მასში.
თეთრ ჯვარზე, უბრალოებით, რომ გამოირჩევა სხვებისგან, ჩემი სახელი წერია -
დიმიტრიოს ქრისტოფიასი.
აქვეა მამაჩემი
თეოდოროს ქრისტოფიასი და ჩემი მოდგმის მრავალი ძვალი.
მამაჩემი,
თურქთა წინააღმდეგ მებრძოლი გმირი.
მთებს იქეთ, მისი თანადროულ თურქთ სძინავთ
და ჩვენ არ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს,
მიწა გვაკავებს.
ბორკილები!
აქ ვიქნებით ვიდრე ჩვენი შვილები მოვლენ ,
ვიდრე მათ შვილებს ენდომებათ , რომ აქ ვიყოთ.
მზე აქ ამოვა ჩვენთვის,
ღამე აქ ჩამოწვება, რომ ვიფიქროდ მარადიულ მწუხრში წარსულზე.
მოვა დრო როდესაც ,
აღარ ვიქნებით,
კუნძული გაქრება ჩვენი.
წარსული გაქრება მასთან ერთად.
ყველაფერი გაქრება ირგვლივ და აზრს დაკარგავს.
მანამ კი ვწევართ გაურყევლად და ვფიქრობთ
სხვა რა შეგვიძლია
მიცვალებულები ხელახლა ვერ მივიცვლებით.
ეს სასჯელია!
მაგრამ რისთვის?!

კონსტანტინე კალასტრატისი

1910 წ.

Friday, January 14, 2011

თეთრი

პირველი თეთრი თმაში
ნეტა ვის ედარდება,
რომელს დედამიწაზე, ჩემით დავიწყოთ დათვლა!
მეც შემიძლია -
თეთრი ბაბუასავით ჩამოვჯდე ლურჯკარიან თეთრი სახლის წინ, ახალ შეკირულ კედელთან, გამვლელები შევათვალიერო და წარსული გავიხსენო.
ზემოთ ავიხედო და ვთქვა:
არ მიყვარხარ ცაო,
ზღვაო,
არ მიყვარხარ უსასრულო სივრცევ,
მახსენებ ყოველთვის, რომ ვერ დავძლევ მიწის მიზიდულობის წესს , უძველეს ბუნებით ადათს.
ახლა უკვე მძულს ყველა ოცნება რაც შენთვის გამინდია,
მაჯობეს,
მე ისევ აქ ვარ
ისინი კი აგრძელებენ გზას შენში
და არ შეწყვეტენ !
იმიტომ , რომ შენ მათთვის ხარ.
მძულხარ წარსულო.
მხოლოდ აწმყოთი ვიცხოვრებ ამიერიდან.

კონსტანტინე კალასტრატისი

1921 წ.

Wednesday, January 12, 2011

ტომი ორისთვის

თხემზე,
თხემს ქვემოთ დამრეცილ სერზე,
კირქვიან ნიადაგს,
გადამხმარ სიცოცხლეს
შეფენილი წერტილები
მონასმები ნაივური ფერწერული ტილოებიდან.
თუნდაც კარაფაკისი
ჩვენთვის ნაცნობი, სახლში ბლომად დახვავებული გაზეთებიდან. ორი წლის წინათ ხშირად , რომ წერდა.
ვერ გადმოსცემენ
ხბოს თვალებს,
სევდიანს
ორ დიდ სივრცეს, ლურჯებს
ადრიატიკას, ძმას ეგეოსის.
დაშორების, შორების, აკრძლულის, დამალულის
გულისცემის საამო ხმას.
რითმს ჩქარს.
საერთო დედამიწისეულ ენერგიის შემადგენელს
გალაქტიკის ნეიტრონს, პროტონს და ელექტრონს.
დრო
სიცოცხლეების სასაფლაო ვერ გააქრობს
ამ სევდას,
ყველგან და არსად მყოფს.
სიყვარულს, მარტივ კომუნიკაციის საშუალებაში ენას, რომ ვეძახით ხოლმე ჩვენ!
თვალები წყლად,რომ იქცევიან ბოლოს
წყალი - არაფრად, რომ გარდაიქმნება
დაგიმახსოვრებს
შენ დროის მიღმა!
შენ სახეს,
ღიმილს, სხეულს.
ტვინი, რომელიც ფაფად იქცევა ბოლოს
განწირული სუნად ქცევისთვის,
მყრალ სუნად, რომელსაც გაექცევიან, მიწაში დამალავენ
შემდგომად.
თავის მკვდარ უჯრედებში დაიმახსოვრებს შენს ხასიათს, სურნელს ასე, რომ მიყვარს.
კოორდინატი, გეოგრაფიული წერტილი, ვერცერთი განზომილება ,
ვერაფერი შცვლის ჭეშმარიტებას.
იმას რაც ძლიერ ვიგრძენი ერთხელ.
სევდიან ბედნიერებას,
ხბოსებრ ცრემლიან თვალებს.
ორის ტომს!
ბელადების გარეშე.
ჩვენ ხომ გვძულს ისინი!
ათასწლეულების წინანდელ,
ჯერ კიდევ პელაზგებამდე,
დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე და პირიქით გამორჩეულ ტოტემს-
ჩვენს ტოტემს -
სევდიანი , ცრემლიანი, თვალებიან არსებას.
მიყვარხარ!

კონსტანტინე კალასტრატისი

1909 წ.