ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Tuesday, April 5, 2011

დღეს ისევ ვაგრძელებ სვლას

ტკივილს, რომელსაც ვგრძნობდი
უწოდა -
,,სიყვარულის გამოცდილება!"
ამიხსნა თავი და ბოლო,
შუა დახატა ფართე ტილოზე,
თუმცა მისი ცქერისას თავში გამიელვა აზრმა:
,,მან არაფერი იცის სიყვარულის შესახებ!"
თავაზიანი მადლობა, დამშვიდობება და გზა.
მრჩეველს და გულისხმიერ ადამიანს რა დალევს ჩვენს უძველეს ელადაში.
აქ იშვა სიბრძნე და იგია განფენილი ბალკანეთის დაჭრილ ქვიშაზე.
მათი მარტივი აზრები, მარტივი წინადადებებით გადმოცემულნი
დამყვება გზად მოარულ მთხოვნელს.
ჩემი ჯოხი გაცვდა მიწაზე შეხებისას,
ფეხი დასკდა სიშიშვლისგან,
ხელებზე კორძები ამომდის ასაკისგან
წყალშიც არ მსურს საკუთარი ანარეკლის ხილვა,
რომელსაც განსაკუთრებით თავაზიანი ხალხი თუ შეხედავს ზოგჯერ.
გრძელი გზა ,
დაცოტავდა ცოდნა საწყისთან დაშორების შემდეგ.
გაცრუვდა იმედები.
ჩვევა -სიარული!
მიზეზი აღარ მაქვს,
მიზნები გაქრა,
დღეს ისევ ვაგრძელებ სვლას.