თეთრი

პირველი თეთრი თმაში
ნეტა ვის ედარდება,
რომელს დედამიწაზე, ჩემით დავიწყოთ დათვლა!
მეც შემიძლია -
თეთრი ბაბუასავით ჩამოვჯდე ლურჯკარიან თეთრი სახლის წინ, ახალ შეკირულ კედელთან, გამვლელები შევათვალიერო და წარსული გავიხსენო.
ზემოთ ავიხედო და ვთქვა:
არ მიყვარხარ ცაო,
ზღვაო,
არ მიყვარხარ უსასრულო სივრცევ,
მახსენებ ყოველთვის, რომ ვერ დავძლევ მიწის მიზიდულობის წესს , უძველეს ბუნებით ადათს.
ახლა უკვე მძულს ყველა ოცნება რაც შენთვის გამინდია,
მაჯობეს,
მე ისევ აქ ვარ
ისინი კი აგრძელებენ გზას შენში
და არ შეწყვეტენ !
იმიტომ , რომ შენ მათთვის ხარ.
მძულხარ წარსულო.
მხოლოდ აწმყოთი ვიცხოვრებ ამიერიდან.

კონსტანტინე კალასტრატისი

1921 წ.

Comments

Popular Posts