ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Wednesday, June 30, 2010

თეატრი


არც მთლად თეატრმცოდნე ვარ, მაგრამ თეატრი ძალიან მიყვარს.
კიდევ ვიცნობ ერთს ვისაც უფრო ძალიან:)
პატარებს(მხოლოდ შენობების გამო არა, შემოქმედებითაც, სამწუხაროდ) თუ არ ჩავთვლით, ჩვენს დედაქალაქში გამართულად, მხოლოდ ორი თეატრი მოღვაწეობს. რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელდებისა.
მუსიკისა და დრამის და ოპერისა და ბალეტის თეატრებზე არაფერს ვამბობ. პირველს შენობა აქვს მაგრამ... მეორეს კი ბინა დროებით დაუტოვებია და სხვებს შეხიზვნია, საპატიო მიზეზის გამო.
ჩემი თეატრალური მახსოვრობა რუსთაველის და მარჯანიშვილის შეკეთების შემდგომი პერიოდიდან იწყება, თუ ჩანაწერებს არ ჩავთვლით:)
ახლა რა!
მე უპირატესობას ვანიჭებ ამ ორიდან რუსთაველის თეატრს, მხოლოდ იმიტომ არა, რომ სენტიმენტები მაკავშირებს. უბრალოდ იგავური თხრობის სტილი მიყვარს. პოლიტიკური თეატრიც და ვგონებ ესაა სწორედ მიზეზი ჩემი წუხილისა, თითქმის ყოველთვის დარბაზი სანახევროდაა სავსე.
არადა მარჯანიშვილში(დარბაზების სიმცირეც გასათვალისწინებელია) ივსება.
მესმის, როცა კოლონია ხარ ასეთი თხრობის მანერა მაშინ იზიდავს ყველას და ამ ჩვენს დამოუკიდებელ 21 საუკუნეში დაღლილი მაყურებელს არ სურს ზედმეტად გაარყიოს ტვინი, მაგრამ ეს ორი თეატრი არასდროს უშლიდა ერთმანეთს ხელს და თავიანთი ნიშაც აქვთ.
მოახლოვდა რობიკოს(ფაქტორი) წასვლის დრო, ვინ შეცვლის? ერთმანეთს დაემგვანება ეს ორი?
მაყურებელი იქნება ბიძგი ამისთვის?
ესენი ხომ გარდა არტისტული დაწესებულებებისა, ფინანსური ქსოვილის ნაწილნი არიან.
არის მაყურებელი, არის ფული!
მოკლედ მე რა მეშველება!
ეს ყველაფერი სუბიექტურია და შეიძლება ასეც არ იყოს.
არ ვიცი!

Tuesday, June 22, 2010


არსებობენ გულისხმიერი ადამიანები.
ამაზე მსურს მოკლედ დავწერო დღეს.
ადამიანები ვინც , მიუხედავად მომაბეზრეელი კითხვებისა პასუხს გცემენ.
ვინც, მოხუცს ქუჩაში გადასვლაში ეხმარება ისე, რომ თავად საკუთარი თავი მოხუცად ვერ წარმოუდგენია.
ვინც ინვალიდებს (ის გრძელ წინადადება-ტერმინი არ მომწონს) ცხოვრებას უმსუბუქებს.
ვისი დღეც ასეთ ზრუნვით თენდება.
და ბევრი ვინც!
რა იქნებოდა ცხოვრება ყველაფერ ამის გარეშე?
გულისხმიერების გარეშე?
მით უფრო იმ დროში , როცა ის ვინც სიყვარულისკენ უნდა მგიწოდებდეს ბრძოლისკენ გექაჩება.
შეიძლება ალტრუიზმი მართლაც ეგოიზმია , მაგრამ ის ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას ასატანს ხდის!


ფოტო:
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი- მწერალი , რომელმაც ბიბლია შემაყვარა.

Monday, June 14, 2010

ხონი

ბევრმა ვინც ამ პოსტს კითხულობს იცის , რომ ხონელი ვარ!
ბევრი არ კითხულობს:) ვინც კითხულობს იქედან ბევრმა:) სასაცილოა!

არ არსებობს ხონელი ალბათ , რომ არ ამაყობდეს ძმები კაკაბაძეებით, ირაკლი აბაშიძით, მოსე ხონელით (არამგონია ვინმეს ,,ამირან-დარეჯანიანი" წაეკითხოს) და ა.შ.
ხონის ბაღით და სემინარიით. არ დარდობდეს იმით , რომ ტაბიძეთა სხვა შტო ჩამოსახლდა ხონში და არა ისინი ვინც გალაკტიონი და ტიციანი მისცა ივერიის კურთხეულ მიწას:)
სახელოვანი ქურდებით და ღვაწლმოსილი აფერისტებით შორს , რომ გაუგდეს სახელი, ამ ქვეყნისგან მივიწყებულ მხარეს.

ღამის ხონი განსაკუთრებულია.
ღამის ბაღით, რომელსაც თავისი საინტერესო ისტორია და ტრადიცია გააჩნია, მაგრამ ვინც ბოლო ხანს არ ყოფილხართ ხონში გეტყვით აქ ყველაფერი შეიცვალა, რაშიც ჩემმა გუშინდელმა ღამეულმა გასეირნებამ დამარწმუნა.
მე და ჩემი მეგობარი დაახლოებით 11:30 საათზე ვისხედით თითქმის ცარიელ პარკში!
ვკითხულობ სად გაქრა ,,ამაყი" ხონელები?!
კაი ბიჭები?!
პლანის სურნელი?!
ბოზები?!
ნახევრად ბოზები?!
ჩამოსულები და ,,დამხდურები"?!
ქუჩის ძაღლებიც კი არ არიან!

ხდება რამე?!

Wednesday, June 9, 2010

ჟანა!







გვიანაა , მაგრამ ვერ დავიძინებ. დღეს ეტყობა ბევრი ყავა მომივიდა:) უფრო ფილმის გამო, თბილი და ნოსტალგიური ფილმის გამო. ჩემი სისუსტეა ასეთი კინო.
ჟანა მეც რომანტიკული ვარ, მეოცნებე და მეტიც გამოუსწორებელი . ყოველგვარ რეალობას და პრაგმატულობას მოკლებული.
მიყვარს ჩემი ცხოვრება და თან ვერ ვიტან იმიტომ , რომ სინამდვილეში ის ერთი დიდი ილუზია-რეალობის გზაშესაყარია. ვერ გაიგებ რა რეალობა და რა გამონაგონი.
ასეთი ცხოვრების გარეშე კი ვერ ვიარსებებ, შევამოკლებ და ვიტყვი
მ ი ყ ვ ა რ ს ჩ ე მ ი წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი ! ! !

მიყვარს ის ხალხი ვინც ჩემთანაა და ვინც , შეიძლება ითქვას, ჩემს წარმოდგენაში ისეთებად ვაქციე , როგორადაც ვისურვებდი. გარდა იმისა , რომ ცხოვრებაში შესანიშნავი ხალხია, ჩემთვის კიდევ უფრო მეტნი არიან.
არასტანდარტული სიყვარულის ახსნაა!
ხალხო მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !

ფოტო არასდროს მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა!

Friday, June 4, 2010

:)

ვერ გავუძელ ცდუნებას და შემოვეხეტე ისევ:) საქმე არ მაქვს და ,,გულს ვაყვავილებ".
მოგეხსენებათ ვერ ვსარგებლობ ჩემი blogroll.ge - თ, ამიტომ ვერ გავიგებდი ერთ სახალისო ამბავს , რომელმაც ისე მახალისა, რომ ეს დარდი გადამყარა გულიდან (ახლანდელი მდგომარეობით ასეა). ამ მოცალეობისას აქეთ-იქეთ ძვრომა-წვდომაში, აღმოვჩნდი ჩემს ელ-ფოსტაში. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის- ნუ მე იქ ვიხალისე:) მოკლედ რა , ერთ ჩემს მკითხველს (რომელმაც მიკვირს საიდან მომაგნო) , შეუფასებია უარყოფითი ხმით ჩემი ერთ-ერთი პოსტი. ნუ ამას ბლოგროლი შეტყობინებით მაცნობდა:) ეტყობა სტანდარტულია - ,,სამწუხაროთ თქვენი პოსტი..." ეტყობა დღეს ხალისი მაკლდა და ერთიანად ავინაზღაურე:)
ჯერ ის , ვიღაცამ შეფასება არ დაიშურა და მეორეც ტექსტმა , რომ მატყობინებს:))))))
მოკლედ გმადლობ !:))

ხსოვნა

სათაურიდან გამომდინარე შეიძლება ვინმეს მოგონებას ველოდით, მაგრამ ასეთი რამეები არ მიტაცებს. ჩემთვის დასასრული დასასრულია. ვიგონებ მხოლოდ გონებაში , ისინი მუდამ იქ არიან და არც თუ ისე ცოტანი...
ახლა მინდა გაუწყოთ ვინც blogroll.ge - ზე მკითხულობს (მამშვიდებს იმის შეგრძნება, რომ ასეთნი მცირენი ხართ) კურიოზულ ამბავში ამოვყავი თავი:) ბლოგროლის პაროლი დამავიწყდა და ვერ შემოვდივარ:)
გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არის მგონი, მსგავსი რაღაც გამოვნახე:) მეგობრის მეშვეობით შემოვდივარ და ვკითხულობ, ჩემს ,,ფავორიტებს", რომელთა შორის ახლა ჩემიც აღმოჩნდა;)
ასეა თუ ისე ...
აქ გავიჭედე- რა შუაშია ხსოვნა?!:)

Wednesday, June 2, 2010

ბავშვობა

დღეს უჯრაში ისეთი ,,განძი" აღმოვაჩინე...
ასეთებსაც ვწერდი და თავი გენიოსი მეგონა- რაა ბავშვობა:)

,,ძევახ სიცოცხლეო ჩემო"

სამაროვნებში ჩამალული იყო
ოცნება.
ქალის, მიჯნურის- სიყვარულის უფრო
გოდება.
არმაზში იყო
დამარხული
ქალის
ოცნება
მიჯნურთა ხვედრი
განშორების
იყო
გოდება

მახსოვს არ მიყვარდა - ასეთი რამე , რომ დამეწერა:) ალბათ ,,ვეფხისტყაოსანმა" და ისტორიამ ისე გამიტაცა ეს დავწერე:)
ასეა თუ ისე ვიცნობ ერთ-ორ ადამიანს ვინც ამაზე იხალისებს და ამიტომაც ვდებ!