ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Tuesday, August 9, 2011

ჩადი მზეო

ნერვებზე დადიან,
ჩექმებს სტკივა, მათ არა.
გზა ძველია
გამოცდილი.
ოფლი მოსდით სამხრეთის მზის სხივების შვილებს.
ივლიან,
ჩემს ნერვებზე,
მათ გზაზე,
ხშირად ივლიან ვიდრე არ გაცვდება.
ნეტა მზე ჩავიდეს,
შესვენების დრო დადგება.
ძილი,
მათი უმზეო ძილი,
დასვენება.

კარვების ბანაკი, თუნდაც დროებით, სიმძიმეს გავუძლებ ოღონდაც არ იარონ.
ვის მივმართო?
ვინაა მათში პირველი?
სამხრეები არ გაქვთ გახუნებულ მხრებზე?

ჩადი მზეო


Monday, August 8, 2011

კივილი


ნათელი,
ქუთუთო იცავს ბნელს
Le Vieux Piano
რადიოლა სიხშირის ხარვეზს დაადევნებს,
ყური უნებურად ტვირთავს ბგებერებს,
სარეცხის თოკის გამო კამათობენ ეზოში მეზობლის ქალები,
ჭერზე პეპელა უძრავად ღამეს ელოდება ელექტრონის მოკიაფე ნათურის ირგვლივ მოძრაობის შესასრულებლად, რომელიც ცეკვას დაემგვანება ხვალ.
საწოლი სხეულის მოძრაობასთან ერთად, ლითონის ტკივილს გადმოსცემს...
სირენის ხმა პორტიდან,
კივის.
ტრამვაი თავის რეისს ასრულებს ფანჯრებთან.
მობეზრებული როლი,
როლები,
დაიშრიტა.
გადაბრუნდა
კედელი -
ვარდისფერი ვარდები მზის სხივებით გამოხუნებულ ქაღალდზე
შპალერი
ახალგაზრდა წყვილმა გააკრა ალბათ,
გაფართოებასთან ერთად, რომ მიატოვეს აქაურობა.
არასდროს ადგება!
სხეული ტკივა,
სიმღერა იცვლება,
დრო,
დრო,
დროსთან აღაარაა.
გაიყარნენ.