მოვა

დასაბამიდან
სიბობოქრე ქართა, ველთა ზედა.
სიო ...
სიყრმე
...
რძესთან წესად.


ლურჯი , წითელი, ...
ფერები,
გრძნობები,
სტიქიები - ერთად
რა მცირეა.
გამოვიყვანე ჩვენი საამაყო უძველესი ელინური ასოებით თეთრ ფურცელზე შავი მელნით მათი საზოგადო სახელები და გეომეტრიული სიზუსტით დავკეცე ისინი.
სანთლის ალმა და სულ ნახევარმა წუთმა
დაფერფლა პოეზია!
მომავალში ვაპირებ ჩემი ცხოვრებიდანაც წავშალო
და ვიყო თავისუფალი.
მომავალს ვერ დავემალები.
რეალობა მათთვის სივრცეს არ ტოვებს.
ახლა ციფრების დრო მოვიდა
1, 3, 5, 7, 9 ... კენტები,
2, 4, 6, 8, 10 ... ლუწები.
ცხრილები,
სიდიდეებს სხვანაირად, უფეროდ, გრძნობის გარეშე აღვიქვამთ და გავთანაბრდებით.
დამთავრდა ძველი,
დახარისხებას, ახარისხებას, აღქმას სიზუსტით - მივეჩვევით
და
ბოლოს
ნაცნობი
const.
არავინ იფიქროს , რომ ვღალატობ!
შეთქმულებაა და თქვენამდეც მოაღწევს
დაელოდეთ:
სახლებში,
საწოლებში,
ჩვილის სახვევებში,
დედის საშოში,
მუცლად -
ის ყველგან მოვა!

კონსტანტინე კალასტრატისი

1917 წ.

Comments

Post a Comment

Popular Posts