ბლოგსფერო, ერთიანობა თუ დაპირისპირება

მინდა რაც შეიძლება მოკლედ და ,,სხარტულად" ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით:)
აზრი იმ ადამიანისა, მხოლოდ ტექსტის აკრება, რომ ესმის ამ საკითხში:)
ერთადერთი შემთხვევაა, როცა დამწყდა გული იმიტომ, რომ ბევრი ვერ ნახავს:)

ძალიან ცუდია, მაგრამ ამ ვირტუალურმა ,,სფერომ" საუკეთესოდ ასახა თუ რამდენად პროვინციალები ვართ, გულღრძო ხალხი და კრიტიკაც კი ბინძურსაქმედ გვიქცევია!
რა დაერია ეს ვითომ ,,მეგობრები" ერთმანეთს , ვინ აჭარაში წავიდა , ვინ მთაწმინდაზე... მოკლედ კირქილს და ჭორაობას გავს ეს ყველაფერი.
საერთოდ არ ვიცნობ იმ ხალხს ვინც აჭარაში იყო, მაგრამ არ დამძრახოთ თუ ვიტყვი, გაუმარჯოთ თავიანთ საქმეში. ყველა ყველგან ვერ იქნება. ვეცადოდ სხვისი სიხარული გავიგოთ- გავიზიაროთ. რა ჰქნეს ისეთი? რატომ ჰქონდა ზოგიერთს ისეთი განცდა თითქოს ,,საძმოს" უღალატა ვინმემ? ხალხს მიეცა საშუალება და გამოიყენეს! მაგალითი პირველი.
მეორე ამ დღეებში მოხდა და არ დარჩენილა ბლოგერი მის შესახებ არ დაეწერა.
სოც. მედიის დღე მთაწმინდაზე.
ეს იმდენად ახალია გემახსოვრებათ, თუ რამდენად გახდა მითქმა-მოთქმის საბაბი.
მაგრამ ასე მგონია, რომ წყენა იმის გამო , რომ ვიღაცამ ვერ შეგამჩნია და ვიღაცას მეგობარი ყავს და მიესალმა, ეს უბრალოდ საღ აზროვნების უნარს ცდდება და საწყენია ასე, ახალგაზრდები ,რომ იქცევიან.
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, როგორც მკითხველისა, პირადი ამბიციები გვერდით გადადოთ, იყოთ გახსნილები , საინტერესო თემებზე წეროთ. პირადი ანგარიშები, პირველია რაც თვალში ხვდება მკითხველს, როცა კითხვას იწყებს.
ტყუილად ვწერ ასე გამოდის, იმიტომ ის ნახავს ვისაც არ ეხებოდა;)

კრიტიკასაც გააჩნია, გულით იყო დაწერილი ანინას პოსტი. შენიშვნებით და მითითებით, ალბათ იმიტომ , რომ ავტორი რეალიზებულია.
ვისაც არ შეგიძლიათ წერა და ვისაც სხვისი დაწერილის დაფასება ვერ გისწავლიათ, თავი ანებეთ ამ საქმეს.
ეს სამსახური არაა, რაც არ გინდა აკეთო.
ასე, რომ ,,გიყვარდეთ ხალხო ერთმანეთი!"

და კიდევ თუ სასწაული მოხდა და ამ პოსტს გადაავლეთ თვალი არ დაიზაროთ და პირზე ღიმილით(გამიხარდება) ამიხსენით რაა RSS. წინასწარ გმადლობთ.

Comments

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. მე ♥ ზურაზანი! :))) კაი იყო!
    ეხ, ზურა ბატონო, კარგი დრო იყო შენთან ათას რამეზე რომ ვკამათობდი, სიამოვნებით ვიკამათებდი კიდევ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლურად გეთანხმები. საკამათო არაფერი დამიტოვე...

    ReplyDelete
  3. RSS (იშიფრება როგორც Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") არის გადამისამართება XML ფორმატში შექმნილი სპეციალური ვებ არხი, რომელიც გამოიყენება საიტის განახლებების გადასაცემად.

    მე ამას არ ვიყენებ :)

    მე უფრო მოკლედ გამოვხატე შთაბეჭდილებები ამ საკითხთან დაკავშირებით :*


    "ვისაც არ შეგიძლიათ წერა და ვისაც სხვისი დაწერილის დაფასება ვერ გისწავლიათ, თავი ანებეთ ამ საქმეს.
    ეს სამსახური არაა, რაც არ გინდა აკეთო."

    მართალი ხარ!!
    ეს სამსახური არ არის!!!

    ReplyDelete
  4. lol
    კიდევ ერთი პოსტი ამ თემაზე, უკვე აღარ შემიძლია.
    RSS არის საშუალება, რომ შენი საიტი წაიკითხონ ან შენ წაიკითხო სხვა ვებგვერდები საიტზე შეუსვლელად, რეკლამების და დამატებითი აპლიკაციების გარეშე.

    ამისთვის შეგიძლია გამოიყენო რაიმე დამხმარე აპლიკაცია (თუ რაც ქვია).
    მაგ. თუ გაქვს გუგლ.მეილი ან თუ არ გაქვს, არეგისტრირებ და შემდეგ შედიხარ reader.google.com-ზე. რომელიც თავდაპირველად ცარიელია, მაგრამ მარცხენა ზედა კუთხეში შეგიძლია ჩააკოპირო ყველა იმ ბლოგის მისამართი, რომელსაც გინდა რომ თვალი ადევნო (ბლოგების შემთხვევაში რიდერი RSS-Feed-ს ავტომატურად, თავისით კითხულობს). სხვა საიტებიდან რსს დასაკოპირებლად უნდა დააწკაპუნო სპეციალურ ღილაკზე (დაგუგლე RSS და ამოაგდებს ყვითელ იკონკებს).
    ამ საიტების ჩასმის შემდეგ რიდერში მარცხენა პანელში გამოჩნდება ბლოგების ჩამონათვალი, თითოეულზე დაკლიკებისას კი – ბოლო პოსტები თეთრ ფონზე, თავისი ვიდეოებით და სურათებით.

    ReplyDelete
  5. მე იმ ხალხზე უფრო მეცინება რომ ყვირიან მაგარი პრეზენტაციები იყოო, თან ამ დროს არაფერი მოუსმენიათ, იმიტომ რომ პრეზენტატორებს ლანძღავდნენ :) მეცოდება ის ხალხსი, ვისთვისაც თავის დამკვიდრების ერთადერთი საშუალება გამოცდილი და "სახელიანი" ბლოგერების შეტენვაა...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts