ხონი

ბევრმა ვინც ამ პოსტს კითხულობს იცის , რომ ხონელი ვარ!
ბევრი არ კითხულობს:) ვინც კითხულობს იქედან ბევრმა:) სასაცილოა!

არ არსებობს ხონელი ალბათ , რომ არ ამაყობდეს ძმები კაკაბაძეებით, ირაკლი აბაშიძით, მოსე ხონელით (არამგონია ვინმეს ,,ამირან-დარეჯანიანი" წაეკითხოს) და ა.შ.
ხონის ბაღით და სემინარიით. არ დარდობდეს იმით , რომ ტაბიძეთა სხვა შტო ჩამოსახლდა ხონში და არა ისინი ვინც გალაკტიონი და ტიციანი მისცა ივერიის კურთხეულ მიწას:)
სახელოვანი ქურდებით და ღვაწლმოსილი აფერისტებით შორს , რომ გაუგდეს სახელი, ამ ქვეყნისგან მივიწყებულ მხარეს.

ღამის ხონი განსაკუთრებულია.
ღამის ბაღით, რომელსაც თავისი საინტერესო ისტორია და ტრადიცია გააჩნია, მაგრამ ვინც ბოლო ხანს არ ყოფილხართ ხონში გეტყვით აქ ყველაფერი შეიცვალა, რაშიც ჩემმა გუშინდელმა ღამეულმა გასეირნებამ დამარწმუნა.
მე და ჩემი მეგობარი დაახლოებით 11:30 საათზე ვისხედით თითქმის ცარიელ პარკში!
ვკითხულობ სად გაქრა ,,ამაყი" ხონელები?!
კაი ბიჭები?!
პლანის სურნელი?!
ბოზები?!
ნახევრად ბოზები?!
ჩამოსულები და ,,დამხდურები"?!
ქუჩის ძაღლებიც კი არ არიან!

ხდება რამე?!

Comments

  1. იპოლიტე დაგავიწყდა ხვიჩია :):):) ეს ძაღლები მაინც რამ დაწყვიტა ჰაა?! რა ხდება ამოხსენით გამაგებინე...

    ReplyDelete
  2. შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე.
    მეც ხონელი ვარ,ხონელი,რომელმაც სკოლაც კი თბილისში დაამთავრა,მაგრამ ყოველთვის ხონელია.
    (ამას იმიტომ ვწერ,რომ სტუდენტობას ნაქირავებ ბინაში რომ გაატარებენ,მერე უკვე ხონელობა უტყდებათ)
    ირაკლი აბაშიძე,ხონელებისთვის ხონელია და თვითონ არასოდეს აღიარებდა ხონელობას,თუ არ ჩავთვლით მის იუბილეს,რომელიც ხონელებმა გადაუხადეს.ამას ცნობილი ანეგდოტი მოყვა:ირაკლი აბაშიძე „ქარჩხაბის„ სასაფლაოზე თავისი მშობლების საფლავს ეძებდა და ვერ იპოვა,მოხუცმა მესაფლავემ უთხრა თურმე---ბატონო ირაკლი,პალესტინაში რუსთაველის საფლავს რომ ეძებდით,არ ჯობდა ხონში ჩამოსულიყავით და საკუთარი მშობლების საფლავი გეპოვათო.„
    იპოლიტე ნამდვილი ხონელი და სიამაყეა ხონელებისთვის.
    მე ხონის პარკი არ ვიცი,ჩემს დროს ხონის ბაღად იწოდებოდა,პარკი არ არის „ხონური.„
    მე მახსოვს ხონის ბაღში პლანის სუნი და იქ დაჯდომა რომ არ შეიძლებოდა,იმიტომ,რომ „წესიერი გოგოები არ ჯდებოდნენ ბაღში„
    როგორ მომანატრე,ამ ბლოგით,ჩემი ხონი <3
    უპატრონო ძაღლების არ არსებობას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებ...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts