ჟანა!







გვიანაა , მაგრამ ვერ დავიძინებ. დღეს ეტყობა ბევრი ყავა მომივიდა:) უფრო ფილმის გამო, თბილი და ნოსტალგიური ფილმის გამო. ჩემი სისუსტეა ასეთი კინო.
ჟანა მეც რომანტიკული ვარ, მეოცნებე და მეტიც გამოუსწორებელი . ყოველგვარ რეალობას და პრაგმატულობას მოკლებული.
მიყვარს ჩემი ცხოვრება და თან ვერ ვიტან იმიტომ , რომ სინამდვილეში ის ერთი დიდი ილუზია-რეალობის გზაშესაყარია. ვერ გაიგებ რა რეალობა და რა გამონაგონი.
ასეთი ცხოვრების გარეშე კი ვერ ვიარსებებ, შევამოკლებ და ვიტყვი
მ ი ყ ვ ა რ ს ჩ ე მ ი წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი ! ! !

მიყვარს ის ხალხი ვინც ჩემთანაა და ვინც , შეიძლება ითქვას, ჩემს წარმოდგენაში ისეთებად ვაქციე , როგორადაც ვისურვებდი. გარდა იმისა , რომ ცხოვრებაში შესანიშნავი ხალხია, ჩემთვის კიდევ უფრო მეტნი არიან.
არასტანდარტული სიყვარულის ახსნაა!
ხალხო მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !

ფოტო არასდროს მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა!

Comments

  1. ზურა! ვიცი რაც და ვინც ხარ, ამიტომაც ვგრძნობ თავს შენთან ასე კომფორტულად, წუთისოფელთან რომანი გაგიბამს, მიხარია. გეუბნები იცხოვრე, იხარე და იბედნიერე

    ReplyDelete
  2. რა თბილი იყო :)))))
    ეს სურათები მე ყოველთვის სითბოს მიქმნის, ისევე როგორც შენ :) მიხაკ-დარიჩინია მგონი ასეთი - ტკბილია და სიმწარე დაკრავს :)))) სამაგიეროდ როგორი არომატულიაააა :)))))
    მიხარია რომ რეალობისა და ილუზიის საზღვარზე ხარ. სხვაგვარად ვერ შეგხვდებოდი, მგონია :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts