თეატრი


არც მთლად თეატრმცოდნე ვარ, მაგრამ თეატრი ძალიან მიყვარს.
კიდევ ვიცნობ ერთს ვისაც უფრო ძალიან:)
პატარებს(მხოლოდ შენობების გამო არა, შემოქმედებითაც, სამწუხაროდ) თუ არ ჩავთვლით, ჩვენს დედაქალაქში გამართულად, მხოლოდ ორი თეატრი მოღვაწეობს. რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელდებისა.
მუსიკისა და დრამის და ოპერისა და ბალეტის თეატრებზე არაფერს ვამბობ. პირველს შენობა აქვს მაგრამ... მეორეს კი ბინა დროებით დაუტოვებია და სხვებს შეხიზვნია, საპატიო მიზეზის გამო.
ჩემი თეატრალური მახსოვრობა რუსთაველის და მარჯანიშვილის შეკეთების შემდგომი პერიოდიდან იწყება, თუ ჩანაწერებს არ ჩავთვლით:)
ახლა რა!
მე უპირატესობას ვანიჭებ ამ ორიდან რუსთაველის თეატრს, მხოლოდ იმიტომ არა, რომ სენტიმენტები მაკავშირებს. უბრალოდ იგავური თხრობის სტილი მიყვარს. პოლიტიკური თეატრიც და ვგონებ ესაა სწორედ მიზეზი ჩემი წუხილისა, თითქმის ყოველთვის დარბაზი სანახევროდაა სავსე.
არადა მარჯანიშვილში(დარბაზების სიმცირეც გასათვალისწინებელია) ივსება.
მესმის, როცა კოლონია ხარ ასეთი თხრობის მანერა მაშინ იზიდავს ყველას და ამ ჩვენს დამოუკიდებელ 21 საუკუნეში დაღლილი მაყურებელს არ სურს ზედმეტად გაარყიოს ტვინი, მაგრამ ეს ორი თეატრი არასდროს უშლიდა ერთმანეთს ხელს და თავიანთი ნიშაც აქვთ.
მოახლოვდა რობიკოს(ფაქტორი) წასვლის დრო, ვინ შეცვლის? ერთმანეთს დაემგვანება ეს ორი?
მაყურებელი იქნება ბიძგი ამისთვის?
ესენი ხომ გარდა არტისტული დაწესებულებებისა, ფინანსური ქსოვილის ნაწილნი არიან.
არის მაყურებელი, არის ფული!
მოკლედ მე რა მეშველება!
ეს ყველაფერი სუბიექტურია და შეიძლება ასეც არ იყოს.
არ ვიცი!

Comments

  1. მე მაინც მარჯანიშვილი მიყვარს ძალიან... უფრო მეტადაც დავდივარ და შეიძლება მაგიტომაც, მაგრამ რავიცი, ასე მგონია გულში ჩამიკრავს ხოლმე, რომ შევდივარ :)))
    სიდიადე და სიამაყე ყოველთვის მაბნევდა :)

    ReplyDelete
  2. ეკა იცი ჩემი ბუნება. თითქმის არცერთი სპექტაკლი მომწონს, მაგრამ რუსთაველი მიყვარს!:)
    თან იქ...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts