არსებობენ გულისხმიერი ადამიანები.
ამაზე მსურს მოკლედ დავწერო დღეს.
ადამიანები ვინც , მიუხედავად მომაბეზრეელი კითხვებისა პასუხს გცემენ.
ვინც, მოხუცს ქუჩაში გადასვლაში ეხმარება ისე, რომ თავად საკუთარი თავი მოხუცად ვერ წარმოუდგენია.
ვინც ინვალიდებს (ის გრძელ წინადადება-ტერმინი არ მომწონს) ცხოვრებას უმსუბუქებს.
ვისი დღეც ასეთ ზრუნვით თენდება.
და ბევრი ვინც!
რა იქნებოდა ცხოვრება ყველაფერ ამის გარეშე?
გულისხმიერების გარეშე?
მით უფრო იმ დროში , როცა ის ვინც სიყვარულისკენ უნდა მგიწოდებდეს ბრძოლისკენ გექაჩება.
შეიძლება ალტრუიზმი მართლაც ეგოიზმია , მაგრამ ის ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას ასატანს ხდის!


ფოტო:
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი- მწერალი , რომელმაც ბიბლია შემაყვარა.

Comments

  1. შენ თუ გხვდებიან ხშირად გულის-ხმი-ერი ადამიანები?

    ReplyDelete
  2. ძნელადთუმცა არიან, ზოგიერთი:)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts