* * *

პურის მოედნის მსგავსად მომცრო სივრცე, ქალაქის სიღრმეში,
(მინდა წარმოვიდგინო, რომ დიდი სივრცეების სიცარიელე და არქიტექტურული შევსების ტენდენცია არასდროს მოგწონდა)
შეავსე ძეგლით, რომელსაც არც ადგილი ითხოვდა და არც სილამაზე,
კიდევ ერთი გაცვეთილი სიტყვა (ფრჩხილების გარეშე),
პროპორციის უგულვებელყოფით, მარმარილოს მაღალ მართკუთხედზე დადე,
ქმნილება კონცეფიის გარეშე,
ძველის და ახლის შერწყმა, თანამედროვეობის მიღმა.
თანა-მედროვე -
ენა სულაც არ არის უსასრულოდ დიდი, თუმცა ყოველთვის ტოვებს ქოთნისთვის შესაძლებლობას გააჩნდეს სხვადასხვა ყური.
გინდოდა მეგრძნო,
მენახა, დავეტყვევებინე შენს შემოქმედებას,
მეც მინდოდა გამეხარებინე,
თუმცა მხოლოდ შენ ხედავდი შენს ქმნილებას.
მე შენ ვერ გხედავდი ჩემს გვერდით
იქნებ მაღლა მხოლოდ უსასრულო სივრცეს ვხედავ.
როგორ მოახერხე კიბის გარეშე მარმარილოს შენს ქმნილებაზე მდგარიყავი და იქედან გეცქირა ჩემთვის, როცა ვცდილობდი.
სივრცე პურის მოედანზე, არც ისე დიდია.
მანქანებიდან მარტოდ მყოფს  მძღოლები გაკვირვებულები მიყურებენ, გვერდს მივლიან და დანიშნულების ადგილზე მისულებს არც კი ახსენდებათ, რომ გზად ვიდექი და ვერც წარმოიდგენენ, რომ გონება იმეორებდა:
,,Nichts ist schwerer zu ertragen, als eine Reihe von guten Tagen".


Comments

Popular Posts