რიტმი ანუ დაცინვა

უმიზნოდ გატარებული დღეების რიგი,
საქმიანი დილა,
ნახევრად დაღლილი, შუადღე, ჯერ კიდევ სუნთქვისთვის ვარგისი მზით გათანგული ამინდი,
ჟანგბადი,
უაზროდ მოსული წვიმა,
სველი ტანსაცმელი,
ღამით სიგრილე,
გაზაფხული, წელიწადის ოთხეულის თანასწორი,
ღამით შინ გამოყოლილი სამუშაო,
მექანიკური ფორთოხალი კი არა და მექანიკური საქმე,
ფორთოხლობას აჯანყება უნდა, მსხვრევა, ხმაური,
ხორცის რულეტიდან ამოძრომა,
ძალისხმევა,
ენერგია ჭირდება, რომელიც არ გაქვს,
რომელიც სხვებს ჰგონიათ, რომ აქვთ, მაგრამ იცი, რომ მათაც არ აქვთ და არ უმხელ.
თვითონ მიხვდნენ,
ან არც მიხვდნენ.
ერთფეროვნების ხიბლი, კონფორმულობის ადამიანური სამყოფელი,
უკან ჩამოტოვებული წლები, ადამიანები, ცხოვრება, რომელიც აღარასდროს განმეორდება (ტრივიალური ჭეშმარიტება, რომელიც აქ არ უნდა იყოს, მაგრამ არის რადგან ასეთი ბუნება გააჩნია).
კლავიატურის ხმა, ბგერები, რომლებიც იფანტება და უერთდება ერთიანობას.
საბანი,
საზღვარი,
მოჩვენებითი უსაფრთხო ზონა,
მავთულხლართი, აკრძალული ადგილები, აკრძალული ადამიანები, აკრძალული მოქმედებები, აკრძალული მოძრაობა.
სიმშვიდე,
შეთანხმება საკუთარ თავთან,
სხეულთან,
მიზნების განჭვრეტა, შემოკლება, შემცირება და შენამდე მოყვანა.
მოხელთებული რეალობა.
მარტოობის ვერ გააზრებული მღელვარება,
ტრფობა,
მხოლოობის, მექანიზებული რეალობა,
რიტმი,
სიმშვიდის, უძრაობიის რიტმი.


Comments

Popular Posts