ოდესმე

მინდოდა დამეწერა,
დროზე,
მოგონებებზე, რომლებიც ნელ-ნელა ქრებიან და თან მიჰყვებიან ერთგული თანამგზავრებივით.
დაშორების პროზაულობაზე,
წესრიგზე და განმეორებადობაზე.
წამზომზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანზე ფიქრის ხანგრძლივობას განსხვავებულად  ზომავს.
მოლოდინზე,
სიცარიელეზე,
ბრაზზე, მასზე და მერე საკუთარ თავზე.
ამინდზე, სეზონზე, რომელიც გახსენებს, გაწვალებს,
ქარზე, თუნუქთან მებრძოლზე თეატრის სახურავზე, გამოცხადებული და ჩაშლილი შტორმის დროს.
მტვერზე, რომელიც გამოცდილებასავით მარტივად გასაქრობია, საწერი მაგიდიდან.
ხმაურზე,
ხმაურისას მხოლოდ ერთ ფიქრზე, მრავალ ფიქრთა შორის იზოლირებულზე, გამოკეტილზე,
ღამით გაღვიძებებზე,
მოლოდინებზე, ილუზიებზე, შეგრძნებებზე, ზოგჯერ რომ გვატყუებენ.
სიგარეტზე, რომელსაც აღარ ეწევი და აუტანლად გინდა.
მოთმინებაზე...
მინდოდა დამეწერა, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ ფიქრებს.
ჯობია სხვა დროს დავწერო.
ოდესმე.
ეს აღარ იქნება, მაგრამ ყოველთვისაა რაღაც რაც გინდა დაწერო.

Comments

Popular Posts