თოვლი

დაღლილმა ხელმა დაუხუჭა თვალი.
წამები გავიდა უკანასკნელი ამოსუნთქვიდან,
მას ადრე თუ გვიან დაივიწყებენ
კანონზომიერებას შეუერთდება პატარა არსება.
დანარჩენი რიტუალია,
ტრადიცია.
ადამიანები.
სიტყვები, ისევ სიტყვები.
შენ დედამიწის მეორე მხარეს,
საწოლში მშვიდი ძილით გძინავს.
ის არავინაა შენთვის. ვერ გრძნობ.
არ გეცოტავება გარემო უმისოდ.
დილით თვალხილულს თოვლის ფანტელი გხვდება.
არაა იისფერი,
არც ქალწული იყო ოდესმე.
გიხარია ბავშვური აღტაცებით.
წარმოიდგენ როგორ დადიხარ მასზე.
ხმას შეხებისას.
ჩაისუნთქავ მოჭარბებულ ჟანგბადს...
შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო.
იქ სხვაგან კვდებიან ,
ყოველი წამი დაბადებისაა…
გარდაცვალების.
გიყვარს თოვლი
თოვლი

Comments

Popular Posts