1 დეკემბერი

მე სასწაულის არ მჯერა,
არც შენი მჯეროდა როდესაც გიყურებდი, მაგრამ არსად გავქცეულვარ,
სუსტი თუ ძლიერი?
წაიღოს კითხვები ქარმა.
ვიყო სუსტი,
ვიყო ძლიერი,
შეცვლის სიტყვები რამეს?!
ისევ მოვედი კედრის ტოტებ ქვეშ,
ვიცი შენ არ მოხვალ,
არც გელი,
უბრალოდ მსურს აქ ვიყო,
არ გეძებ,
არც სასწაულის მჯერა,
ვჯდები მიწაზე,
ნამიან მიწაზე,
იწვიმა ისევ,
გუშინ ძველებურად არყის ბოთლი ჩავცალე მოგონებებთან ერთად, მომენატრე...
შენ არასდროს გესმოდა ჩემი სიყვარულის თრობისადმი,
მარტოს მაგიდასთან ჩამომეძინა...
გუშინ
ვჯდები მიწაზე და არ ვფიქრობ, არც მზერაა მიმართული, მისი სურნელიც აღარ მათრობს.
მხოლოდ ვარ!
მხოლოდ ვარ!
მხოლოდ ვარ ისევ!
ბოლოჯერ ვიცი...
მე სასწაულის არასდროს მწამდა...
მაპატიე...
მხოლოდ ვარ მასში,
აქ არაფერია ჩემი,
მაპატიე...
გიღალატე?!

Comments

Popular Posts