კივილი


ნათელი,
ქუთუთო იცავს ბნელს
Le Vieux Piano
რადიოლა სიხშირის ხარვეზს დაადევნებს,
ყური უნებურად ტვირთავს ბგებერებს,
სარეცხის თოკის გამო კამათობენ ეზოში მეზობლის ქალები,
ჭერზე პეპელა უძრავად ღამეს ელოდება ელექტრონის მოკიაფე ნათურის ირგვლივ მოძრაობის შესასრულებლად, რომელიც ცეკვას დაემგვანება ხვალ.
საწოლი სხეულის მოძრაობასთან ერთად, ლითონის ტკივილს გადმოსცემს...
სირენის ხმა პორტიდან,
კივის.
ტრამვაი თავის რეისს ასრულებს ფანჯრებთან.
მობეზრებული როლი,
როლები,
დაიშრიტა.
გადაბრუნდა
კედელი -
ვარდისფერი ვარდები მზის სხივებით გამოხუნებულ ქაღალდზე
შპალერი
ახალგაზრდა წყვილმა გააკრა ალბათ,
გაფართოებასთან ერთად, რომ მიატოვეს აქაურობა.
არასდროს ადგება!
სხეული ტკივა,
სიმღერა იცვლება,
დრო,
დრო,
დროსთან აღაარაა.
გაიყარნენ.

Comments

Popular Posts