როდესაც გეწერინება!

ერთმა ადამიანმა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის (მრავალი გაგებით) და რომელსაც ვაფასებ, დღეს მომწერა -
,,იქნებ სიდებილეა, მაგრამ როდესაც მეწერინება ვწერ!"
ფრაზა არც ისე მწყობრი და არც გენიალურია, ვიცი ავტორს არ აქვს არც ერთზე პრეტენზია , გულწრფელია და ეს მნიშვნელოვანია.
ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.
ჩემო მეგობარო, როდის გვეწერინება ჩვენ?!
მე და შენ?
მაშინ, როდესაც ვგრძნობთ სადღაც გავიჭედეთ. ვდგავართ და გარდა წერტილისა რაზედაც ვდგავართ არაფერია ირგვლივ!
როდესაც ვსუნთქავთ და ესაა არსებობის ნიშანი მხოლოდ.
როდესაც გრძნობას , რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს , ძიება ჭირდება.
მე შენი მესმის.
იმიტომ, რომ დღეს მეც მეწერინება.
და ეს სიტყვები, მხოლოდ ამის გამო დავწერე.

გეთანხმები სიდებილეა!

Comments

Popular Posts