როდესაც... (2)

როდესაც შენს ნახევარს უჭირს და სიტყვები ვერ მოგინახავს.
უყურებ უაზრო თვალებით ეკრანს და არ იცი რა აკრიბო, მის წერილს პასუხად გრძნობას ვერ გაატან, ემოციას, რომელიც მიახვედრებდა, რომ შენც გტკივა .
გულწრფელობა მიჭირს,
ყოველთვის , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება.
ვმარცხდები.
თავს ვერაფერს ვუხერხებ, სიტყვები ქრებიან, იმალებიან და მდუმარე ვრჩები.
ვიცი,
ვიცი მეგობარო, რომ ასეთ დროს ჩემი თანაგრძნობა გინდა, მაგრამ მე უაზრობას გწერ მხოლოდ იმიტომ , რომ უნდა დავაბრუნო წერილი.
რომ შეგახედა ჩემთვის (სკაიპს არ ვგულისხმობ:)) მიხვდებოდი.
მაპატიე, რომ ასეთი ვარ.
მაპატიე, რომ შენთან არ ვარ!



Comments

  1. შენ ის დიდი გამონაკლისი აღმოჩნდი, ვისი გრძნობებიც უსიტყვოდ მესმის. ზოგადად სიტყვა მჭირდება, მაგრამ არა შენთან. მეც მიკვირს მაგრამ ასეა
    ნუ გტკივა, ამით მხოლოდ უარესად მატკენ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts