როცა არაფერი ხდება

ძნელია წერო მაშინ, როცა 23 წლის ასაკში, შენს ცხოვრებაში არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.
ელი ისეთ რამეს , რაც არ მოხდება. მხოლოდ იმიტომ , რომ არც იცი რას ელი და რომც მოხდეს ვერ მიხვდები, რომ ეს იყო.
ბედნიერი ხარ, მაგრამ არ იცი რატომ?!
გიყვარს , მაგრამ არ იცი ვინ?!
გსურს,მაგრამ რა?!
და ასე მიგორავს დღეები.
დრო შენთვის მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და პირიქითაა.
გეზიზღება საკუთარი თავი და ესეც არ იცი რატომ?!
ყველაფერი მსუბუქია და გამაღიზიანებელი. იმაზე უფრო ვიდრე კუნდერასთან.


მოზამბიკა

ამ დღეებში, ანუ ბოლო ჟამს ამეკვიატა!
თუ არ მოვიშორე მოზამბიკაზე ფიქრი, დამღლის და გამომწურავს (ასე ვიცი).
ბანალურია.
არაპოეტური, რომ ვერ ვკითხულობ ისეთი. უმეტესად ასეა.
იყო ერთი მოზამბიკა,
შავი ბიჭი.
აჭარელი, მუსლიმი მშობლებით და ქრისტიანი და-ძმებით.
ერთი კომპლექსიანი, დაქნეული და თითქოს საცოდავი პერსონა.
თითქოს იმიტომ, რომ თავისი მსგავსების დარად ქვემოდან მოაზროვნე, კეთილშობილი იერით.
საკუთარი პერსონის აქტიურად გამომყენებელი.
ჰქონდა ისტორიები.
ისეთები ზრდილობისთვის თუ მოუსმენდი, თანაც ისე ჰყვებოდა ამ თავგადასავლებს- ზრდილობასაც გააჩნია.
სისულელეებზე იცინოდა- უფრო ნერვიულად.
როცა მისი ქცევით გაღიზიანდებოდი და დაგეტყობოდა, ზურგზე ხელს დაგარტყამდა და გეტყოდა ,,კაცი ხარ, კაცი!"
როგორ მძულდა მისგან ეს სიტყვები.
არ დარჩენილა სულმდაბლობა , რომ არ ეკადრა. გარეგნულად კი სულელურად კეთილშობილი.
ერთ დღეს გავიგე, რომ მოზამბიკამ თავი მოიკლა.
ერთადერთი ქცევა , რომელიც დავუფასე.

Comments

  1. უი... რაღაც ასეთ დასასრულს არ ველოდი
    შევცბი უცებ
    ყოფიერება მთელი ძალით გვექაჩება რომ შთანგვთქას
    ჩვენც გამწარებულები ვეწინააღმდეგებით :)
    მაგრამ მაინც უბრძოლველად ვნებდებით... სამწუხაროდ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts