26 მაისი

ხვალ ჩემი ბიბი ერთი წლის ხდება.
უკვე ექვსი თვეა ჩემთანაა და ვერც წარმომიდგენია თუ არსებობდა დრო , როცა ის არ იყო .
ცოტა ანცია, ცოტ-ცოტა ეშმაკობებიც იცის, მაგრამ ძალიან საყვარელია.
ხვალ კიდე ეროვნული დღესასწაულია, მაგრამ ეს დღე რატომღაც არასდროს ყოფილა ეროვნული, ვერც ვგრძნობ- გულწრფელად . შეიძლება იმიტომ , რომ ბავშვობიდან ჩაგვინერგეს ამ დღისადმი გაორებული აზრი. როგორც დღე დამოუკიდებლობისა და დღე ვითომდა შემთხვევითი მოვლენისა. საქართველოს მთავრობას არ უნდოდაო და ა.შ. სოციალისტები , კოსმოპოლიტები და კიდე რა არა.
დამოუკიდებლობის აღდგენას კი იურიდიული საფუძველი უნდა და თუ ,,სხვათა" შორის ამაზეც დაფიქრდა ხალხი და რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას ითვალისწინებდა ეს ყოფილა ღალატი. ,,ცხელი" აზროვნება გადაგვიყოლებს.
პირველი სოციალ-დემოკრატული რესპუბლიკა მსოფლიოში- განა ასე გასამეტებელია?! მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მსგავსად აზროვნებდა და აპირებდა სეკულარული სახელმწიფოს შექმნას?!
ჩვენ გვინდა მივივიწყოთ ჩვენი ისტორიის საუკეთესო ეპიზოდი. ის რაც მართლაც მნიშვნელოვანი მივეცით მსოფლიოს.
ასეთი გაორეული დღე არად ღირს.
დამოუკიდებლობა მისი ავტორების გარეშე არ მინდა!

მე ხვალ ჩემი ძაღლის დაბადების დღეს აღვნიშნავ!

Comments

Popular Posts