აღდგომა


სულ ერთია რას დაარქმევ, ან რა უნდა დაარქვა
შემოგეჩვია,
შენშია და ვეღარსად გაექცევი,
აღიარე, ერთხელაც დაივიწყე ლაჩრობა,
აღიარე რომ მოგწონს,
ყველაფერს აკეთებ გახანგრძლივდეს, სულს ბერავ, ადიდებ, ზრდი, ზღვარზე დადიხარ, სიამაყე გიპყრობს, შენივე ბორგვით,
უძილობას ზრდი შენში,
სიზმრებს უხანგრძლივებ სიცოცხლეს და ყოველდღე კლავ, რადგან დაღლილ სხეულს აღარ შეუძლია მოგონებები შემოინახოს იმ დრომდე ვიდრე ღიმილს აიკრავ დაბერილ ქვედა ქუთუთოებიან სახეზე,  ცხოვრებს თამაშისას.
მოგონებები გაწუხებენ, რომელიც არ გაქვს რადგან არასდროს საუბრობ მასზე,
ბგერების გარეშე,
უასოო მოგონებები რეფლექსებია მხოლოდ.
 რამდენიმე გრადუსი, სითხე და საწოლზე მოთავსებისას სექსი, საზრდოობისთვის ჟანგბადს აწვდის რეანიმაციის რკინის საწოლზე მოთავსებულ შენსავე სისხლს.
რამდენჯერ არ ადექი მზის ამოსვლის საცქერად,
შენსავე ღია ფანჯრებთან,
იმდენჯერვე ჩაიცინე, რადგან წარმოიდგინე ბედნიერი ადამიანი, გათენებული ღამე და მზის ამოსვლა,
ათასობით,
სადღაც ჩინეთის ჩრდილოეთით, მერომელიღაცა სართულზე, მერომელიღაცა სარკმლიდან,
ვთქვათ მეთერთმეტე ან ოცდამეერთე, რა მნიშვნელობა აქვს,
ღიმილისთვის მისი ბედნიერი სახეც კმარა,
დედიშობილა,
დილის ნელ-ცივი სიოსგან სხეულზე შემართული თმით,  გაცქერის აღმოსავლეთს,
კაცობრიბის ხარკს,
საკუთარი სხეულზე კანის შეხება სიამოვნებს,
თითების ან სულაც მთელი მტევნის.
ყინვა აზრობდეს ,,ღვინის სამშობლოში“ ახალგაზრდა ისტორიკოსის ვაზს, რომელმაც მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მერამდენემ შეისწავლა მშობლიურ მიწაში აღმოჩენილ ქვევრში წიპწები.
დილამდე (საერთო გაგებით),
დამზრალი ვაზის, მოფერებამდე, ცოლთან შეხებისას უდგებოდეს და ამ ღამით მეორედ აღვიძებდეს ცოლქმრული მოვალეობის შესასრულებლად.
მეუღლე ხსნის და იხსნის საკუთარი ფეხგაშლილობით,
სიცილი გაფხიზლებს.
უკანასკნელ რიტუალს ასრულებ, რადგან თენდება უკვე,
დგები რთავ კომპიუტერს, რომელსაც რატომღა თიშავ თუ ყოველ რამდენიმე საათში იგივეს აპირებ?!
ჯდები მაგიდასთან რომელზეც ის დევს, სკამზე,
ხსნი Microsoft Word Document-ს
და წერ,
წერ ისეთ რამეებს, რომელსაც პირველივე აბზაცის შემდეგ, თავმოყვარე მკითხველი არც წაიკითხავს,
მაგრამ უთავმოყვარეო მკითხველიც ხომ არსებობს ჩვენში?!
გეღიმება ისევ,
მზად ხარ გაითიშო,
დაარქვან ძილი სხვებმა იმ მდგომარეობას რასაც შენი სხეული აკეთებს ამ დროს,
ხალხს უყვარს სახელების დარქმევა სხეულის ცოდვებზე,
სხვების სხეულის ცოდვებზე, როგორც წესი,
მაგრამ სულ ერთია, შენ მშვიდად გძინავს.

Comments

Popular Posts