სამყაროდ

სივრცისადმი ტრფობა,
ვნება უსასრულო ,
მზე , თანავარსკვლავედი,
მოულოდნელი დასასრული,
ჩვეულებრივი
ან რატომ უნდა იყოს არაჩვეულებრივი, გალაქტიკური სივრცის ნაწილი??
აქ ხომ ყველაფერი ჩვეულებრივია,
არც მეტი, არც ნაკლები
დადიხარ , ფიქრობ
ევთანაზიას ითხოვ,
სულით უუნარო არსებობს?!
კანონი კანონპროექტადაც არ დევს პარლამენტის სიცოცხლის კომიტეტის დამტვერილ თაროზე,
შეიქმნება კი ოდესმე ასეთი კომიტეტი რჩეულთა საკრებულოში?
დილის 09:50 საათი (უწუთოდ, ფორმაა ასეთი)
შვიდს მიასწარი, ოთხი დაგხვდა.
მეხუთე ფიქრს წყვეტ და იწყებ ღიმილს
დილამშვიდობის, როგორ ხარ? როგორ ბრძანდები?
გმადლობთ და
თქვენ?
ხელის ერთი მოძრაობით რთავ კომპიუტერს და იწყება:
ცხრილები,
რიცხვები,
რიცხვები,
რიცხვები
დაუსაბამოდ, შეურთველად
სამყაროდ,
მძიმეა ,
ვერ წონის
სული სამყაროზე მძიმეა ყოველთვის, ყოველთვის!!!

Comments

Popular Posts