რომელი საათია?

,,მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს“
,,რომელი საათია?“...
,,შუაღამე იწვის დნება“...
ჩემს სარკმელთან სიო არ ჩურჩულებს,
ჩემთან ალბათ მტკვრის მუნჯი სიო განმარტოვდა,
სიოშიც არ მაქვს ბედი,
ვწუწუნებ.
ღამე მდორეთ მიედინება, მღვრიე მტკვარივით, ჩემი სახლის საძირკველს ყოველ დღე რომ ჰპარავს დღეებს მარადისობაში მარტოდყოფნაში.
ან კი არსებობს მარადისობა?!
არსებობ ღმერთო?!
გრძნობებო, რომლებიც დღევანდელი (15.01.12) ამინდივით ცვალებადები ხართ ჩემში.
მე უფრო ხანგრძლივი ვყოფილვარ თქვენზე.
მატერიამ გაჯობათ ,,მარადისობის მოციქულებო!“
მოკვდით თუ გარდაიცვალეთ?
საფლავი მინდა თქვენი - ქრიზანტემები მოვიტანო, როს დაცინვა მომინდეს განმარტოებულს აღმატებულზე,
ოცნებებებზე,
მეოცნებენზე, ჩემებრ დღე-გრძელ სულელებზე, დამძიმებულ არსებებზე, საკუთარი მძორი რომ ფეხმძიმებას დაადებთ სასჯელად ზეციერთ , მიწაზე ხოხვისთვის.
იქნებ კრემაცია იყო თქვენი დასასრული, ვინ აახდინა პოეტთა ნატვრა შელლის სხეულზე.
კვამლი, მხრჩოლავი კვამლი
,,ბურუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური“
ტალღები ხმას არ გამოსცემს,
არ არიან...
ქვებზე...
,,დახეული მაქვს ლაყუჩები“...
თევზი საუბრობს ზღაპარში ხშირად,
წერს ვინმე ზღაპრებს ისევ?!
არტახებიან მდინარესთან დაბმულნი
,,როგორც რომ ბურვაკი პალოზე“
ოცდამეერთეს მოყვება ალბათ ოცდამეორე...
სიკვდილზე მსუბუქია გარდაცვალება,
თვითონვე ვატყობ, ძვლების ტკაცანით,
სუნთქვა არსებობას ყოველთვის ვერ იტევს...
რიტმია ასეთი,
თქვენში ეთერს იტყვიან...
,,მოვიდეს თუ-ღა მოვიდა , არა მაქვს თვალში ნათელი.“
,,რომელი საათია?“...

Comments

Popular Posts