შენთან

ტკივილიანი მოდი ჩემთან,
ჩემს სიმშვიდეში, მოიტანე ისინი -
შენი ტკივილები,

მე გელოდი დროების თვლისას,
გელოდი რადგან ვგრძნობდი
შტილის აუტანლობას.

მინდოდა ქარბუქს აევსო ფილტვები
მინდოდა სუნთქვაში ყოფნა
შენი არსების.

მეგონა იქ წლების წინ ბაგაზე
ჩემს გამო იშვი, ჩემი სიყვარულისთვის,
თავს ვაჯერებდი.

შენ ტკივილი მომიტანე, შენი ტკივილი
გინდოდა შემბრალებოდი,
ტკივილს თესდი...

გაქრა ოცნებები, რომელსაც ღამით განდობდი,
შენმა ტკივილმა წაიღო. შავი ხვრელი -
ჩვენს გალაკტიკაში.

მარტოობა გზარავს , მეც შენთან ერთად.
დალევა მინდა,
ბავშვობა მინდა,
ჩემი ბავშვობის სახლი, საწოლი სარკმელთან,
დასავლეთის ცა დილით,აღმოსავლეთის მზის პირისპირ.
გაღვიძება,
შენთან მინდა...

Comments

  1. ,,ბავშვობა მინდა,
    ჩემი ბავშვობის სახლი, საწოლი სარკმელთან,
    დასავლეთის ცა დილით,აღმოსავლეთის მზის პირისპირ''არაჩვეულებრივია!სითბოთი და სიყვარულით სავსე სიტყვები!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts