ბინდი

ბინდი,
ბუნდოვანება,
მომავალს ნუ ეძახი , ის არსადაა, არ არსებობს
მოგვატყუეს,
ვთქვათ სიმართლე - თავს ვიტყუებდით.
დღეს რა ფერია?
ნაცრისფერი, ჩამქრალი მზერა.
ნარჩენი ალისფერი ნაკვერჩხლის.
როდის ჩაიწვა?
ვერ ვიკითხავ, ვიცი პასუხი არსადაა.
დროს გაყვა მხურვალება, ცეცხლი.
შემოდგომა,
ადრეული შემოდგომა.
მთაში პირველი თოვლი მოვიდა - საუბრობდა ეკრანზე დიქტორი ბიჭი.
გაღიმებული სახით იჯდა თბილ სტუდიაში,
რა უხაროდა?!
დღეს ასრულებდა, მიდიოდა ალბათ თავის ფერფლისფერ სახლში.
ცეცხლს შეუკეთებს ბებო სოფლად რკინის ღუმელში; ნაკვერჩხლები ექნება რცხილას, რკინის ციხეში გამოკეტილი.
ჩაინაცრება იქვე.
ბუნდოვანება.

Comments

Popular Posts