წერილი დედას

გიყვარვარ, ვიცი ...
ჩემთვის კარგი გინდა მხოლოდ, გინდა ღირსეულად ვიცხოვრო...
გინდა ტკივილისგან დამიცვა...
რთულია შენთვის იმის გააზრება , რომ მე გავიზარდე და ჩემი ცხოვრება მაქვს. უნებურად ეგოიზმი გიპყრობს, გინდა ჩამიკრა ისევ, მაგრამ მაშინებს შენი ხელების სითბო დედა, მაშინებს რადგან ისინი ძლიერი ძალით შემომჭდობია გარსს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
მტკივა შენი ცრემლები,
ვცდილობ ჩემები დავმალო რადგან გატკენ ვიცი მათი ხილვით.
გამიშვი გთხოვ, მომეცი საშუალება შეცდომები დავუშვა გზაზე, რომელიც მარტომ უნდა გავიარო.
ეს ჩემი ცხოვრებაა...
გამიშვი, რომ მიყვარდე.
გამიშვი, რომ დავბრუნდე თავისუფალი.
გამიშვი, რომ სიზმრად გნახო, მომენატრო.
მტკივა დედა...
გთხოვ...

Comments

Popular Posts