ზედმეტი სიტყვები

ზედმეტი სიტყვები,
ასეთებიც არსებობენ სივრცეში,
დაფარფატებენ და პატრონს ეძიებენ,
სულ ტყუილად წარმოიდგინე ფარვანა, ისინი არ ჰგავს მას,
არავის ქვეყნად.
კილომეტრებს გადიან თავიანთ მოგზაურობისას და თუ გაუმართლებთ
იპოვიან დასასრულს.
სად იქმნებიან ისინი?
სად აქვთ ბინა, ზამთარში სიცივისთვის თავშესაფარი?
არაფრისგან წარმოიშობიან, თუ ყავთ ჩემებრ მოცლილი ქვეყნათ?
ვერასდროს გავიგებ, რადგან მათ თავიანთი თავი გადააქვთ,
თუმცა არასდროს არიან თავისუფალნი,
ისინი ზედმეტნი არიან,
მაგრამ ვისთვის?

შენი სიტყვები,
როდესაც უსულოდ მოევლინა ქვეყანას ჩვენი ყრმა
გულიდან მოდიოდნენ ისინი,
კლდეზე უფრო მყარი
რკინაზე ცივი.
სიტყვას ნუ მოიტოვებ საყვარელო,
არ გაფანტო,
ნუ დატანჯავ,
რადგან არავინ იცის, რას განიცდის ის ამ სიცივეში, მარტო სივრცეში.
შეიბრალე!
ისინი ჩვენი არ შემდგარი მომავალის ბედს გაიზიარებენ
უსუსური ყრმის,
მუცლად სიცოცხლე, რომ შეძლო მხოლოდ და განმარტოვდა.
მიგვატოვა,
სამუდამოდ.


კონსტანტინე კალასტრატისი

1908 წ.

Comments

Popular Posts