უკანასკნელ იმედს

წმინდანთა ცხოვრებაში არის დრო , როცა ადამიანური პრობლემების ჟამს ისინი ავი ფიქრების განსადევნად ,,ბიბლიას" ან სხვა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს იღებენ და პირველივე შემთხვევით გადაშლილ გვერდზე პასუხს პოულობენ. მეც მიუხედავად იმისა, რომ წმინდანი არ ვარ, ასეთ დროს ერთ საყვარელ წიგნს ვიღებ და შემთხვევით ვშლი. დღეს კი რა მითხრა:
,,უკანასკნელ იმედს ყოველთვის ფანჯარაზე ვამყარებდი. თავს ვირწმუნებდი, ალბათ, იქ, გარეთ მაინც არსებობს-მეთქი რაღაც ისეთი, რაც მე მეკუთვნის, ჩემეულია, ახლაც კი, თვით ამ წუთებშიც უეცრად შემოჭრილ ამ სიკვდილისმიერ სიღატაკეში. მაგრამ გავიხედავდი თუ არა გარეთ, იმწუთსავე ფანჯრის ამოშენებას ვნატრობდი, რადგან მაშინვე ცხადი ხდებოდა, რომ გარეთაც გულგრილად მიედინებოდა ცხოვრება და მე არ მგულისხმობდა, გარეთაც არაფერი იყო ჩემი მარტოობის გარდა, მარტოობისა, რომელიც მევე გადავუწყვიტე ჩემს თავს და, რომლის სიდიდესაც ჩემი გული ვეღარ აუდიოდა. და ადამიანები მახსენდებოდა , ოდესღაც რომ დავტოვე და ახლა აღარ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანების მიტოვება."
,,მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები" რაინერ მარია რილკე

Comments

  1. გამიკეთებია მსგავსი რამ, როცა თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი.. და პასუხიც ვიპოვნე მაშინ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პასუხი და ძალიან დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში..
    ხშირად ყველაზე სწორი პასუხები იქაა, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ :))

    ReplyDelete
  2. შეიძლება მთავარი ისაა, რომ პასუხებს ვეძებთ. ზოგჯერ გამართლებაცაა, უფრო მეტად კითხვები რჩება ჰაერში.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts