?:)

არსებობს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცუდად ხარ და არ იცი , რატომ. ყველას გამოგვიცდია ისევე, როგორც უმიზეზო ბედნიერების შეგრძნება.
თუმცა არსებობს ისეთიც, რომელშიც ახლა ვარ - ნეიტრალური. არც დეპრესიაში და არც ბედნიერებაში!
გადამწყვეტ დროს საჭიროა სადღაც იყო.
საერთოდ რაა საჭირო, ნეტა თუ იცის ვინმემ?!
ან გადამწყვეტი დროა?


ცხელა:)

Comments

  1. თავი დავახწიე,-
    სიყვარულისგან ვარ თავისუფალი!
    ახლა შემიძლია სახლში დავპატიჟო
    მხოლოდ და მხოლოდ საჭირო სტუმარი...
    გამოვჯანმრთელდი, აღარ ვარ ავად,
    ახლა გულგრილად უნდა ვუცქირო
    ნაცნობთა ვარამს,
    ანუ სიყვარულზე გამეცინოს და
    ჩავაგდო არად...
    წაჩხუბებული მეზობლის ბავშვები
    ვეღარ შევამჩნიო,
    ანუ ერთმანეთს აღარ შევარიგო:
    ასე ნათქვამი ისედაც გავიგო,
    მხოლოდ დაბარებული ამბავი წავიღო:
    მუდამ მოვიგო, არარა წავაგო-
    მხოლოდ საკუთარი კედელი ავაგო...
    სადილს არ ვუყო ზედმეტი მარილი,
    გამიჩნდეს მხოლოდ საჭირო წადილი...
    აღარც ჩემს გამო ეჭვი და ჭორები,
    აღარც მაგ თვალების ჭიაკოკონები,
    აღარც ცოდვების სიმძიმე ულევი
    ღალატით, ანუ დიდი ერთგულებით:
    აღარც მუხლის მოყრა ლოცვით და ვედრებით,
    აღარც თვალთაგან ცხელი შადრევნები...
    ვარ არც უბედური, არც ბედნიერი,
    ანუ-ზომიერი,სწორედ ისეთი, მოკეთე რომ მირჩევს
    გულისხმიერი,
    აღარ აღმომხდება ბგერა უნებლიე
    მკერდისმიერი,
    აღარც ნეტარება ყურში ჩურჩულითა,
    ხმით მშვენიერიტ,
    ავწონ-დავწონი ყველა სათქმელს
    და არასათქმელს,
    ნაცნობ-უცნობის დახარისხებით
    დავიღლი ტვინს და დავატყვევებ
    საკუთარ აზრებს...
    სიყვარულის დავიდარაბას-
    ფერად სიზმრებს და ფერად სურვილებს
    ერთად მოვუყრი თავს, ჟანგისფერ ბორკილს დავადებ,
    ოდნავღა ფეთქავს საიდუმლო ჩემი სევდისა
    და ნასუფრალზე ჩემი გულუხვი სიყვარულისა
    ჯერაც ბალახობს..გამოვჯანმრთელდი!
    მომისამძიმრეთ...
    იქნებ ახლა ვგავარ ავადმყოფს.! (მზია ხეთაგური)
    დაახლოებით ასეთი სიტუაცია?

    ReplyDelete
  2. დიახ! გმადლობთ. სწორედ ამას ვგულისხმობდი.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts