თამაში

პირველი გამოცდილება.

ბავშვობის მოგონებები, თუმცა ამ თამაშზე არ მოგახსენებთ (ქალ)ბატონებო.

რა არის თამაში?

ადამიანობის თამაში შესაძლებელია? თუ ადამიანობა უკვე როლია?

ვხვდები ცუღლუტებო , ჩაგეღიმათ:)

ჩემი ,,სამეგობრო" სავსეა ლოგია, სოფია, მცოდნეთი დასრულებული პროფესიების ინდივიდებით.

ვინც კითხულობთ და გეღიმებათ (გნებავთ - გეცინებათ) მესმის თქვენი!

ცხოვრება, რომ თამაშია, რაც უნდა დიდს ან უდიდესს ეთქვა ეს, უკვე გაცვდა და მისი გამეორება ტონად არ ჩამეთვლება:)

ერთი შეხედვით მარტივ კითხვას - რატომ? ასევე მარტივი და გენიალური პასუხი აქვს - იმიტომ!

ვაღიარებ:

ვთამაშობ, როცა ამას ვწერ(ვკრებ).

მინდა დავამტკიცო ის, რისი მტკიცებაც არასდროს უნდა სცადო.

ის , რომ ადამიანი ხარ!:)

და თუ მაიმუნი გეგონეთ, ძაღლი ან კატა(ამათ არაფერს ვერჩი).

გეტყვით თქვენ - მკიდია!!!

უფრო სწორად ჯერ ვერ მკიდია, მაგრამ მინდა მეკიდოს!

სურვილი ნახევარი საქმეაო - გამიგონია;)

ასეთი თამაში გაწყობთ?!

Comments